გაიგე, რა დაჯდება რემონტი, სანამ დაიწყებ
მიუთითე ფართი, ოთახები და ბინის მდგომარეობა. MyBuild დაითვლის ხელობის, მასალის, ავეჯის და სხვა ხარჯს, სამუშაოს დაწყების შემდეგ კი იქვე აღრიცხავ დახარჯულ თანხას, დავალებებს და ფაილებს.
- მალე App Store-ზე
- მალე Google Play-ზე
სავარაუდო ჯამი95 501 ₾
რას აკეთებს აპი
ერთი ადგილი მთელი პროექტისთვის: პირველი გამოთვლიდან ბოლო გადახდამდე.
- ხარჯის გამოთვლა
- რემონტისთვის ან ახალი მშენებლობისთვის. ხედავ, რამდენი წავა ხელობაზე, მასალაზე, ავეჯზე და სხვა ხარჯზე, და რა მასალა დაგჭირდება.
- ხარჯების აღრიცხვა
- ყოველ გადახდას ჩაწერ კატეგორიით და თარიღით, აპი კი გაჩვენებს, ბიუჯეტიდან რამდენი დაიხარჯა და რამდენი დარჩა.
- ეტაპები და დავალებები
- სამუშაოს ყოფ ეტაპებად, დავალებებს უთითებ პრიორიტეტს და ვადას და ხედავ, რა დასრულდა და რა დარჩა.
- ფაილები და კონტაქტები
- ფოტოები, ხელშეკრულებები და ნახაზები პროექტთან ერთად ინახება, ისევე როგორც ხელოსნებისა და მომწოდებლების ნომრები.
- გუნდი პროექტზე
- პროექტს უზიარებ დამკვეთს, პროექტის მენეჯერს ან ოჯახის წევრს და თითოეულს აძლევ საჭირო როლს.
ფასდაკლებები პარტნიორ მაღაზიებში
სამშენებლო და სარემონტო მაღაზიები MyBuild-ის მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ. ბეჭდვა ან ბარათი არ გჭირდება.
- აპში აირჩიე მაღაზია და ფასდაკლება.
- მიიღე QR კოდი. ის 15 წუთი მოქმედებს.
- სალაროსთან აჩვენე QR. გამყიდველი დაასკანერებს და ნახავს, რომ ფასდაკლება ნამდვილია.
მაღაზია გაქვს?
თუ გინდა, შენი ფასდაკლება MyBuild-ში გამოჩნდეს, მოგვწერე info@mybuild.ge-ზე.
ფასდაკლებას აპში წერილობითი შეთანხმების შემდეგ ვამატებთ და გაჩვენებთ, რამდენმა ადამიანმა აიღო და გამოიყენა ის.